საქართველო, ბათუმი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნვიერსიტეტი
სლოვაკეთი, პრეშოვი, პრეშოვის უნივერსიტეტი
იტალია, ბოლონია, ბოლონიის უნივერსიტეტი
იაპონია, კიოტო, კიოტო-სანგიოს უნივერსიტეტი
აშშ, ვერმონტი, მიდლბერის კოლეჯი

IX საერთაშორისო ფორუმი რეალურ და ვირტუალურ რეჟიმში
30 ივნისი - 5 ივლისი, 2017 წელი

გეო-კულტურული სივრცე: სმარტ-ტექნოლოგიები განათლებასა და სოციუმში


საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო, მსოფლიო უნივერსიტეტებთან (აშშ, სომხეთი, საქართველო, იტალია, რუსეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია) თანამშრომლობით აგრძელებს მუშაობას პროექტზე „ინტელექტუალური საზოგადოების ვირტუალური საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცის შექმნა“. მორიგი IX საერთაშორისო ვირტუალური ფორუმი - ბათუმი 2017: „გეო-კულტურული სივრცე: სმარტ-ტექნოლოგიები განათლებასა და სოციუმში“ გაიმართება ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 30.06-5.07/2017

მეცნიერებისა და განათლების სხვადასხვა სფეროში მრავალრიცხოვანი კულტურის წარმომადგენელთა თანამშრომლობის მოჭარბებამ წარმოშვა არსებული პრობლემებისა და ერთობლივი პროექტების რეალიზაციის მიზნით მათი გაერთიანების საჭიროება. ფორუმებისადმი ინტერესი ყოველ წელს ზრდის გეოგრაფიულ პოტენციალს, ინტელექტუალური საზოგადოების ძლების გაერთიანებას, ამტკიცებს ინტერდისციპლინარულ კავშირებს და სრულყოფს კვლევებს მშობლიური და უცხო ენების სწავლების მეთოდიკაში, კულტურათშორის კომუნიკაციაში ადაპტაციური კურსების შემოღებას და ა.შ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ენების შესწავლის კავშირი საერთაშორისო მიგრაციასა და ადაპტაციის პრობლემებთან, პოლიკულტურულ სივრცეში ურთიერთობისთვის მომზადებული ბილინგვის სწავლებისა და აღზრდის მცდელობა.

ფორუმის მიზანი: სხვადასხვა ქვეყნის ლინგვისტების, მეთოდისტების, კულტურულოგების, ლიტერატურათმცოდნეებისა და პედაგოგების გაერთიანება, რისი მიზანიცაა ეროვნულ სოციუმთა ჰუმანიტარულ სფეროში წარმოქმნილი აქტუალური პრობლემების გამოვლენა და კომპლექსური ანალიზის ჩატარება, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად საშუალებების გამოძებნა, რეალურ და ვირტუალურ ფორმატში ურთიერთბის კულტურის ამაღლება, სპეციალისტთა მეცნიერული და პედაგოგიური პოტენციალის ინტეგრაცია ინოვაციური კულტურათშორისი საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემოს შექმნის გზით.

კვლევის მიმართულებები:

  1. ლიტერატურული ჰორიზონტები.
  2. ინოვაციები ფილოლოგიაში.
  3. თანამედროვე საზოგადოებაში ბილინგვიზმის როლის ზრდა: ბილინგვური განათლება.
  4. თარგმანი და კულტურათშორისი კომუნიკაცია.
  5. უცხო ენები და მათი სწავლების მეთოდიკა. პედაგოგიური საქმიანობის კულტურათშორისი ასპექტები.
  6. საერთაშორისო მიგრაციის და დემოგრაფიის სოციოკულტურული ასპექტები.
  7. საინფორმაციო ტექნოლოგიები და სმარტ-ტექნოლოგიები. დიგიტალური განათლების მეთოდიკა. მულტიმედია.

ფორუმის ოფიციალური ენები: ინგლისური, რუსული, ქართული.

ფორუმი ჩატარდება ADOBE CONNECT PRO MEETING და ვირტუალურ მონაწილეებთან Skype რეჟიმში.

ფორუმი გთავაზობთ 7 სადისკუსიო პლათფორმის მოწყობას კომპიუტერული ტექნიკის ჩართვით. დისკუსიები გაიმართება სწავლების თეორიისა დ აპრაქტიკის ინოვაციური მიმართულებების, ადაპტაციის კულტურუათშორისი და მიგრაციული პრობლემების, ბილინგვური განათ₾ებისა და თარგმანის, სმარტ-ტექნოლოგიების, ფილოლოგიური და ლიტერატურული საითხების ირგვლივ. ყოველ პლატფორმაზე გამათულ ინტენსიურ მუშაობას გაუძღვებიან თავმჯდომარეები, ფორუმის დისკუსიაში კი ჩართული იქნებიან წამყვანი უნივერსიტეტების პედაგოგები, ვირტუალური მონაწილეების დისკუსიაში ჩართვით. ფორუმის დასასრულს ყველა დისკუსია შეჯამდება და ასევე მიღებული იქნება წინადადებები მომდევნო ფორუმებზე განსახილველი საკითების შესახებ.

ფორუმის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წ. 01 მაისი დამსწრე და 2017 წ. 15 მაისი დაუსწრებელი მონაწილეებისთვის.

განაცხადი და მოხსენება გაიგზავნება ცალკე ფაილის სახით ელექტრონულ ფოსტაზე:
forum.batumi2017@bsu.edu.ge
batumi.forum2017@gmail.com